ასწლოვანი მაგნოლიის ხე დაახლოებით ერთი საათის წინ ჩაქვში გადაიტანეს. მისი ტრანსპორტირება ბუკნარიდან შუაღამის ოთხის ნახევრისთვის დაიწყო და დაახლოებით სამი საათი დააჭირდა.
ის ამ დროისთვის ჩაქვის რკინიგზასთან არის გაჩერებული, რის გამოც დღეს პირველი საათისთვის იგეგმება რკინიგზის ელექტროსადენების ჩახსნა, იმისთვის, რომ 500 ტონიანი ხე ჩაქვში ზღვის სანაპიროსთან მიიტანონ, საიდანაც მას უკვე ზღვით გადაიტანენ შეკვეთილში, ივანიშივილის დენდროლოგიურ პარკში.
ბუკნარიდან მაგნოლიის ტრანსპორტირებისთვის საჭირო გახდა რამდენიმე ხის მოჭრა. დაზიანდა 20-მდე ელექტრობოძიც. ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალი კი გვიან ღამით რამდენიმე საათით გადაიკეტა.