დღეს 11 საათიდან ბავშვთა სამყაროში შენობაში, მოვაჭრეთა ნაწილს შეუშვებენ. მაშველების დახმარებით სავაჭრო დახლებამდე მისვლას ის დილერები შეძლებენ, ვინც ვერცხლის ნაკეთობებით ვაჭრობდა და ძვირფას ნივთებს არა სეიფში, არამედ პირდაპირ დახლებზე ინახავდა. ასეთი სულ 130 მოვაჭრეა.
საიუვილერო ნაკეთობებით მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს დამწვარ შენობაში გუშინაც შეუშვეს. მათ ხანძრის შედეგად გადარჩენილი ნივთების ნაწილი გამოტანეს, თუმცა ამბობენ, რომ ეს ნაკეთობები ფაქტობრივად განადგურებულია.