05 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
სოფელ გურჯაანში უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს. თიხის ჭურჭელი, სამკაული და სამი სამარხი ნადაშვილების ოჯახმა მიწის დამუშავების დროს აღმოაჩინა. მათ შესაბამის სამსახურს ცოტა ხნის წინ მიმართეს.  

გურჯაანის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, არსებული ე.წ ორმოსამარხები გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და მისი შესწავლა-გამოკვლევა აუცილებელია. 

მარკოზაშვილი არ გამორიცხავს, რომ წარსულში აღნიშნულ ადგილზე სასაფლაოც ყოფილიყო. 

დღის ამბები