2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა სახალხო დამცველის აპარატმა. დოკუმენტში აპარატის რეკომენდაციები და წინადადებებიც მოხვდა, რომელიც მან ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით შეიმუშავა. მათ შორისაა თანამშრომლობის გაღრმავება სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
გასულ წელს განცხადებების რეკორდული მაჩვენებელი იყო, დაახლოებით 8800, რომელიც პრაქტიკულად წინა წლებში არ ყოფილა. რეკომენდაციების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება შესრულებას, ჩვენ შეიძლება შევაჯამოთ, რომ რეკომენდაციების 39% იყო შესრულებული უკვე წლის ბოლოს, 10% იყო ნაწილობრივ შესრულებული, ანუ რეკომენდაციები 49% მთლიანად ამ ნაწილობრივ იყო შესრულებული,“ - განმარტაა უჩა ნანუაშვილმა.