ბავშვთა სამყაროს შენობაში მოვაჭრეების შესვლა განახლდა. დაზარალებულები დამწვარ დახლებზე საკუთარი ძვირფასეულობის მოძიებას და გამოტანას შეეცდებიან.
მოვაჭრეების შეშვება იქ გუშინ დაიწყო, თუმცა მათი თქმით, ნაკეთობები თითქმის განადგურებულია.
"ნახშირი მიმაქვს სახლში," - განაცხადა ერთერთმა დაზარალებულმა, შენობის დატოვების შემდეგ.
დაზარალებულები ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამდგომლობას და კრედიტების გადავედებას ითხოვენ.