03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
გარემოს დაბინძურებისთვის გამკაცრებული ჯარიმები 2 კვირაში ამოქმედდება

1 იანვარს "ნარჩენების მართვის კოდექსი" ამოქმედდა, რომელიც გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებულ სანქციებს ითვალისწინებს. 

კანონით პასუხისმგებლობა მკაცრდება როგორც ფიზიკური პირების, ასევე საწარმო სუბიექტების მიმართ. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი - 5.000 ლარი იქნება.

ასევე მეწარმეებს თავიანთი ნარჩენების მეორადი გადამუშავების ვალდებულება უჩნდებათ. ახალი კოდექსის ფარგლებში იგეგმება ევროპული სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელების მოწყობაც. 

"ნარჩენების მართვის კოდექსი" ევროდირექტივების გათვალისწინებით მომზადდა და 15 იანვრიდან ამოქმედდება.

 

 

 

დღის ამბები