ამ წუთებში ბავშვთა სამყაროს ძვირფასეულობის დამწვარ სექციებში დაზარალებულები ეტაპობრივად შედიან.
ე.წ ოქროს ბირჟიდან უკვე 50-მდე დაზარალებულმა გამოიტანა დამწვარი და განადგურებული ნივთები. სხვა დაზარალებულების მსგავსად, ისინიც ბანკებთან შუამდგომლობას და კრედიტების გადავადებას ითხოვენ.