05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ კვლავ გერმანიაში რჩება. ინფორმაცია ამის შესახებ საპატრიარქოს ვებგვერდზე ვრცელდება. ვიდეოში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზეა განთავსებული,  საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

ცისანა შარტავა განმარტავს, რომ პატრიარქი ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება, მას ჩაუტარდება საჭირო გამოკვლევები, რის შემდეგაც სპეციალისტები მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ ხუთშაბათს გაემგზავრა.

დღის ამბები