ოზურგეთში გაზის გათიშვის შემდეგ, წყალიც გაითიშა. ცენტრალური წყალსადენი გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა. გამომდინარე აქედან, აბონენტთა 50%-ზე მეტი უწყლოდაა დარჩენილი.
ამ ეტაპზე წყალმომარაგების კომპანიისა და Socar Georgia Gas-ის მხრიდან პარალელურად მიმდინარეობს გაზისა და წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბუნებრივი აირი გუშინ 8000 აბონენტს შეუწყდა.
უგაზობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ოზურგეთის საჯარო სკოლებში.