05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
ეჭვი მაქვს ამ ყველაფრის უკან დგას არაფორმალური ხელისუფალი - ირაკლი ტაბლიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრობს

ჟურნალისტი და მედიაექსპერტი, ირაკლი ტაბლიაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბორდის უკან დღეს ხელისუფლება და არაფორმალური ხელისუფალიც დგას.

„მე პირადად მაქვს ეს ეჭვი, რომ დგას ხელისუფლება და მეტსაც ვიტყვი, მაქვს ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან დგას არა მხოლოდ ფორმალური ხელისუფლება, არამედ ის არაფორმალური ხელისუფალიც,“ - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

რუსთავი 2-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ თუ ბორდი ვასილ მაღლაფერიძის გეგმას დაამტკიცებს, ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

„2017 წლის 6 თებერვლის 7:00 საათის მდგომარეობით მე უმუშევარი არ ვარ, მაგრამ არ ვიცი სამეურვეო საბჭო მიიღებს თუ არა საერთოდ და თუ მიიღებს, როდის მიიღებს გეგმას, რომელიც შესთავაზა მენეჯმენტმა და თუ მიიღებს, არა თუ მე, არამედ 101 გადაცემის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ალბათ იქნება უმუშევარი შესაბამისად იმ გეგმისა, რომელიც წარადგინა ვასილ მაღლაფერიძემ,“ - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ დღევანდელი ვითარება მოულოდნელი იყო, რადგან ვასილ მაღლაფერიძეს არჩევნების პერიოდში მსგავს გეგმაზე საუბარი არ ჰქონია. ირაკლი ტაბლიაშვილის აზრით, საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ ბორდმა სპეციალურად შეარჩია პირი, რომელმაც დღეს გასაჯაროებული გეგმა წარმოადგინა.

ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის დამტკიცების საკითხი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიურობასა და პროტესტზეა დამოკიდებული.

„შეგახსენებთ უბრალოდ, რომ ეს ის ბორდია, რომლის ცალკეულმა წარმომადგენლებმა გასული წლის ნოემბერში მიიღეს გადაწყვეტილება 45 მილიონთან შედარებით უმნიშვნელო თანხაზე, 200 ათასზე, მაგრამ გაისროლეს საერთო ეგზიტპოლებზე GDS-თან, იმედთან და მაესტროსთან ერთად, რომლის შედეგებიც არ დაემთხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს,“ - აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები