13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილი მერიისგან კომპენსაციას დღემდე ელოდება. მათ შორის არიან ისეთი ოჯახებიც, რომელთა სახლები სტიქიამ მთლიანად დაანგრია.
ეს ყველაფერი მაშინ, ხდება, როდესაც რუსთავი 2-ის მოსამართლემ ოფიციალური ვერსიით 1 მილიონი სტიქიით მიყენებული ზარალის გამო მიიღო. დაზარალებულებს სახელმწიფომ კომპენსაციებზე უარი უთხრა და ახლა დაკარგული ქონების დაბრუნებას ისინი ისევ ნაზღაიძის სასამართლოში ცდილობენ.
სტიქიით დაზარალებული ოჯახები არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე საუბრობენ.
თბილისის მერმა კი განაცხადა რომ 5 ოჯახის გარდა ყველა დაზარალებული დაკმაყოფილებულია. მისი თქმით, ამ 5-მა ოჯახმა კომპენსაციაზე და ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე თავად თქვა უარი.
რუსთავი 2 კომპენსაციის გარეშე დარჩენილ 15 დაზარალებულ ოჯახს ესაუბრა. იმას რომ უყურადღებოდ დარჩენილი ოჯახების რიცხვი გაცილებით მეტია, ადასტურებს სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილიც.
კომპენსაციის გარეშე დარჩენილი დაზარალებულები სასამართლოში დავის გაგრძელებას აპირებენ. მანამდე კი ცნობილი გახდა ისიც, რომ მათ ნაწილს თბილისის მერიამ ბინის ქირის თანხაც შეუმცირა.
ავტორი: ეკა გაგუა.