03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
სიგარეტი გაძვირდა

თითქმის ყველა სახეობის სიგარეტზე ფასი მომატებულია. სავაჭრო ჯიხურებში თამბაქოზე საშუალოდ ფასი 20-50 თეთრითაა გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ თამბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდა აქციზის გადასახადის გაზრდით არის გამოწვეული.

უწყებაში აცხადებენ, რომ აქციზის ზრდა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სახელმწიფო სტრატეგიის მიზანი კი თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირებაა.

2015 წლის 1 ივლისიდან კი თამბაქოს ნაწარმის აქციზის დაბეგვრის ახალი ე წ. „შერეული სისტემა“ შემოდის, რომლის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის აქციზის სხვადასხვა ფასი იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები