05 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
ხმაური ზესტაფონის ქუჩაზე - მოსახელობა კორპუსიდან ბერი ნიკოლოზის გასახლებას ითხოვს

ხმაური იყო წუხელ ზესტაფონის ქუჩაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ნაქირავებ ბინაში ბერ ნიკოლოზს არ უშვებდა. ბერის მხარდასაჭერად კორპუსთან მისი მრევლიც იყო შეკრებილი.

მეზობლებსა და მრევლს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მოსახელობა კორპუსიდან ბერი ნიკოლოზის გასახლებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ის საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს.

ცნობილია, რომ ბერ ნიკოლოზს მღვდელმსახურების უფლება 15 წლის წინ შეუჩერდა. 

დღის ამბები