საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი – გრეკოს ექსპერტები. გამოქვეყნდა შესაბამისი ანგარიში, რომელიც IDFI-მ გაავრცელა.
მასში წარმოდგენილია ის კონკრეტული საკითხები, რაც გრეკოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აზრით, შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოსამართლეებზე ზემოქმედების საშუალებად - განსაკუთრებით ისეთ ხმაურიან საქმეებში, როგორიც არის რუსთავი 2-ის საკითხი.
ანგარიში ეხება საკანონმდებლო ორგანოსა და პროკურატურაში ვითარებასაც. ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები.
„ხარვეზებზე, რომლებზეც საუბარია გრეკოს ანგარიშში, არის სისტემური ხასიათის და ხშირ შემთხვევაში, თავს იჩენს ხოლმე რეზონანსულ საქმეებში. ეს შეიძლება იყოს მაგალითად რუსთავი 2-ის ან სხვა ნებისმიერი საქმე, სადაც შესაძლებელია ზეგავლენის მოხდენა მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობაზე,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის იურისტმა საბა ბუაძემ.