05 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდს მაღლაფერიძის გეგმაზე ბევრი შეკითხვა აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ტელეკომპანიაში დასაქმებული ადამიანების შრომის უფლებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დღეს ისინი შეხვედრას მართავენ და თათბირობენ იმ საკითხზე, თუ როგორ მოხდება ვასილ მაღლაფერიძის გეგმის განხილვა.

სამეურვეო საბჭოს წევრები გეგმის დეტალებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ, რადგან მათ ჯერ დეტალებზე დისკუსია არ ჰქონიათ.

„ჩვენ წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით გავხსენით დისკუსია. განსჯა გვჭირდება ამასთან დაკავშირებით, მოვისმენთ ყველა არგუმენტს და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, მძიმე მაგრამ კარგი, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება და არის კიდევ სხვა ვარიანტი, მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ.

სამეურვეო საბჭოს წევრები ბევრი შეკითხვის დასმას გეგმავენ.

პარტია თავისუფალი დემოკრატები ამ საკითხს წერილობით გამოეხმაურა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს ზეწოლა მედიაზე. ისინი სამეურვეო საბჭოს მოუწოდებენ, არ დაამტკიცონ ვასილ მაღლაფერიძის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლების მასშტაბური გათავისუფლებაა.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები