05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ბრაკონიერობის კიდევ ერთი ფაქტი და ისევ მოკლული შველი

ბრაკონიერობის კიდევ ერთი ფაქტი. დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩარგალთან გამოვლენილია მონადირეთა ექვსკაციანი ჯგუფი, მათ მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ.

გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5 ათას ლარად შეფასდა. ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ზაზა ოზაშვილის თქმით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საქმის მასალები, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება.

დღის ამბები