ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე რუსთავის აზოტის გათავისუფლებული თანამშრომლების სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირიპირება მოხდა.
აქციას აუდიტორია 115 და პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეურთდნენ. აქტივისტები გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებასა და კომპანიაში მომუშავე ადამიანებთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულების შეცვლას მოითხოვენ.