გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე. სავარაუდოდ, 50 წლამდე მამაკაცი მდინარე ოღასკურას არხში ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს. მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა მათთვის უცნობია. მათ დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკეს.
მიცვალებული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.