ნაციონალური მოძრაობა ზურაბ აბაშიძეს, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, პარლამენტში იბარებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა უფრო დეტალურად უნდა განმარტოს საკუთარი დამოკიდებულება ვიზალიბერალიზაციისადმი.
სალომე სამადაშვილი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას აკრიტიკებს. ზურაბ აბაშიძის აზრით, ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესში აბაშიძე-კარასინის ფორმატმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„ეს არის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ ჯერ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და სწორედ ამის შემდეგ გვექნება წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ დროს არის სწორედ პირიქით. მსგავსი გაცხადებები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, აღარასოდეს არ უნდა გააკეთოს, თუ ის მართლაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს ამ მოლაპარაკებებზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ის აღნიშნავს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატმა ეფექტურად უნდა იმუშაოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და და მათ მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე.
ავტორი: ნათია გოგსაძე.