05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
კარასინი-აბაშიძის ფორმატი არის პოზიტიური ილუზიის შექმნა, თითქოს რუსეთთან მოლაპარაკებები მიდის - ელენე ხოშტარია

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია აბაშიძე-კარასინის ფორმატს საშიშს უწოდებს. მისი აზრით, ამ ფორმატით ხელისუფლება პოლიტიკურ ილუზიას ქმნის, თითქოს რუსეთთან პრობლემები გვარდება და ამ საკითხს მწვავე საერთაშორისო ჩართულობა არ სჭირდება.

„კარასინი-აბაშიძის ფორმატი ეს არის რაღაც პოზიტიური ილუზიის შემქნა, თითქოს მიდის რაღაც მოლაპარაკებები რუსეთთან. ჩვენ ზოგჯერ გვესმის შეფასებები, თითქოს რაღაც პოზიტიური დინამიკა არის ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებში, მაშინ, როდესაც მდგომარეობა არის უმძიმესი. როდესაც კლავენ ოთხოზორიას, როდესაც იტაცებენ ადამიანებს და ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ კაბინეტში წყნარი სახით საუბარს თითქოს რაღაც პრობლემები გვარდება,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ავტორი: ნათია გოგსაძე.

დღის ამბები