03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
დამწვრობის ცენტრში 25 დეკემბრის შემდეგ პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 50-ზე მეტი ადამიანია შეყვანილი

ორი ადამიანი დაშავდა გორში საახალწლო ფოიერვერკის ანთების დროს, თეატრის შენობასთან საახალწლო ზეიმზე. დაზარალებულებმა მძიმე დამწვრობები და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს.

გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ფოიერვერკის ანთების დროს დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქე თბილისში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მის გარდა პირველი იანვრის ღამეს ოპერაციის გაკეთება ამავე მიზეზით კიდევ 7 ადამიანს დასჭირდა.

ახალი წლის დღეებში დაზარალებულების სტატისტიკას ადგენენ თბილისის სხვადასხვა კლინიკებში. დამწვრობის ცენტრში 25 დეკემბრის შემდეგ პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 50-ზე მეტი ადამიანია შეყვანილი.

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ახალი წლის დღეებში რამდენიმე ბავშვიც დაშავდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 მცირეწლოვანი, დამწვრობებით და სხეულის დაზიანებებით, შეიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები