03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
საქართველოს რეგიონებში ვინ როგორ შეხვდა ახალ წელს?

ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ყველაზე უხუცეს მოქალაქეებს დამდეგ ახალ წელს ულოცავენ.

ერთაოზ ბრეგვაძის დედას დღეს 102-ე ახალი წელი მიულოცეს. ჟუჟუნა ინწკირველი შერეკილების მთავარი გმირის, ერთაოზს ბრეგვაძის, როლის შემსრულებლის, დათო ჟღენტის, დედაა. ბედობა დღეს მას ოზურგეთის მერმა მიულოცა.

საახალწლო საჩუქარი გურიაში 105 წლის ქალბატონმაც მიიღო. მარიამ სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობს.

პატარების საახალწლო განწყობაზე გორის თეატრმაც იზრუნა. მსახიობების გარდა, წარმოდგენაში ილუზიონისტებიც მონაწილეობდნენ. 

საახალწლო აქცია დაიწყო ფოთშიც, სადაც თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართა მრავალშვილიანი დედებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარებისათვის. 800–მდე პატარამ დღეს საჩუქარიც მიიღო.

დღის ამბები