05 ნოემბერი 2024,   23:11
ვრცლად
11 თებერვალს 3 ქართველი კომპოზიტორის პრემიერა შედგება

3 ქართველი კომპოზიტორი პრემიერისთვის ემზადება - ვაჟა აზარაშვილის, ელიზბარ ლომდარიძისა და ზურაბ ნადარეიშვილის ნაწარმოებებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულებს.

სიმფონია ნომერი 3 მაესტრომ, დაახლოებით, 6 წლის წინ დაწერა, თუმცა ფართო საზოგადოებისტვის მისი გაცნობა მის საიუბილეო თარიღზე - 80 წლის იუბილეზე გადაწყვიტა.

ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოების გარდა, კონცერტზე კიდევ ერთი სინფონია ნომერი 3 შესრულდება, რომელიც ელიზბარ ლომდარიძეს ეკუთვნის. კომპოზიცია ავტორმა 1999 წელს დაწერა და დღემდე მისი სრული ვერსია არ შესრულებულა.

ქართული მუსიკის საღამოზე ზურაბ ნადარეიშვილის ელეგიას პრემიერაც შედგება. სამივე კომპოზიტორის ნაწარმოებებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულებს.

ქართული სიმფონიური მუსიკის საღამო ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურლ ცენტრში 11 თებერვალს გაიმართება.

 

 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი

დღის ამბები