მაგნოლიის 500-ტონიანი ხე, ზღვის გავლით, ხვალ დილით უკვე ურაკში ჩავა და მისი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანი სამუშაოები დაიწყება.
დღეს, დაახლოებით, 8 საათის განმავლობაში, ხის ბარჟაზე გადასატანად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, ჩაქვის სანაპიროსთან სპეცტექნიკა იყო მობილიზებული.
მაგნოლიის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის, გადამზიდველი კომპანია ზიმო მომავალი კვირიდან კიდევ რამდენიმე ხეს მიიტანს სანაპიროსთან. ამ დროისთვის კომპანიამ, მაგნოლიას ჩათვლით, 3 ხე გადაიტანა და კიდევ 8 ხის გადატანას გეგმავს.
ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე.