03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
კობი-გუდაურის გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის დროებით გახსნილია

30-მდე ტრაილერი ელოდება გზის გახსნას. კობი-გუდაურის გზა კი ჯერ მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა. თუმცა, როგორც საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, გზა, შესაძლოა, ისევ ჩაიკეტოს.

დღეს ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ადგილას ჩამოწვა ზვავი, რამაც მოძრაობა შეაფერხა. თუმცა, ტექნიკის დახმარებით დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდა მოხერხდა. მძიმე ტექნიკა გზაზე მთელი ღამის განმავლობაში იქნება მობილიზებული. 

ამ წუთებში მოძრაობა მხოლოდ მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის არის შეზღუდული, რის გამოც ტრაილერების რიგი კვლავ დგას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები