03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
მატარებელს მიკროავტობუსი დაეჯახა - დაღუპულია 3 ადამიანი

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის აბაშა-სამტრედიის მონაკვეთზე მატარებელს მიკროავტუბუსი დაეჯახა.

როგორც "რუსთავი2"-ის ზუგდიდის და ქუთაისის კორესპონდენტები იტყობინებიან,   შემთხვევა მარანის გადასახვევთან მოხდა. მიკროავტობუსი, სადაც 16 მგზავრი იჯდა, მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს დაეჯახა. 

მიკროავტობუსი არ ასრულებდა სარეისო მარშრუტს. ის კერძოდ ჰყავდათ დაქირავებული, რომლითაც მგზავრები მარანში სტუმრად იმყოფებოდნენ. ავარია უკან დაბრუნებისას მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი ლიანდაგზე გადადიოდა. 

მიკროავტუბუსის 3 მგზავრი გარდაიცვალა. მათგან 3 ერთი ოჯახის წევრები არიან.

დაშავებულები სამტრედიის და აბაშის საავადმყოფოებში გადაიყავნეს. მიკროავტობუსში ისხდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ამ დროისთვის 13 დაზარალებული სამტრედიის საავადმყოფოშია გადაყვანილი, საიდანაც 3 გარდაცვლილია. გადარჩენილებს შორის არის 4 ბავშვი, მათგან 2 მცირეწლოვანია. ყველა დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და სამტრედიის საავადმყოფოდან ქუთაისსა და თბილისში ეტაპობრივად გადაჰყავთ.  

დღის ამბები