03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
საქართველოს გზებზე მოძრაობა თავისუფალია

კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის დაშვებულია. თუმცა, მოქმედებს ზამთრის რეჟიმი და აუცილებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება.

შეზღუდვები ჯერჯერობით არ ამოქმედებულა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

"ამ ეტაპზე ყველა მიამრთულებით, საერთშორისო მნიშვნელობის და რაიონული ცენტრების მოძრაობა არის შეუფერხებელი. საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს 24-საათიან მორიგეობას ყველა საუღელტეხილო მონაკვეთზე. ერთადერთი, ზამთრის რეჟიმი არის დაწესებული გუდაური-კობის გზაზე, სადაც მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. დანარჩენი, ყველა მიმართულებით მოძრაობა არის თავისუფალი," - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები