მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ირინა ფუტკარაძეს, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში შეკითხვა დაუსვა, იყო თუ არა დირექტორის არჩევნების დროს მასზე ან სხვა წევრების მიმართ ზეწოლა, რაზეც მან განაცხადა, რომ არ ყოფილა.
ირინა ფუტკარაძის პასუხი უარყოფითი იყო მიუხედავდ იმისა, რომ ის თვადაპირველად აპირებდა მხარი ნათია კუპრაშვილისთვის დაეჭირა, თუმცა შემდგომ მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა და ხმა ვასილ მაღლაფერიძეს მისცა.
მან განაცხადა, რომ ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ ტელევიზიით შეიტყო, თუმცა გიორგი გაბუნიას კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის ვასილ მაღლაფერიძის „ხედვას“ მხარს, ირინა ფუტკარაძეს კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„ჩვენც გვაქვს უამრავი შეკითხვა, ეს არის ხედვა, მაგრამ ამ ხედვა უნდა დეტალიზაცია და გაშლა,“ - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.
მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში უამრავი პრობლემა არსებობს, რომელსაც განხილვა სჭირდება.