05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
წყალზე რომ გაიაროს ვასილ მაღლაფერიძემ, ცურვა არ სცოდნიაო, იტყვით - ნოდარ ჭიჭინაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტატნი ფინანსურ საკითხებში, ნოდარ ჭიჭინაძე, აცხადებს, რომ ვასილ მაღლაფერიძის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მას უკვე ყველაფრის გამო აკრიტიკებენ.

მან არჩევანის სტუდიაში სტუმრებს ალტერნატიული გეგმების წარდგენისკენ მოუწოდა.

„ახლა ჩვენ შეკრებილები ვართ ვასილ მაღლაფერიძის სალანძღავად. წყალზე რომ გაიაროს ვასილ მაღლაფერიძემ, ცურვა არ სცოდნიაო, იტყვით. მე გეუბნებით, ალტერნარიული ხედვები წარმოადგინეთ,“ - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები