ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. იგი თავად მართავდა Mercedes-ის მარკის ავტომობილს, რომლითაც ხევში გადაიჩეხა.
მანქანიდან მის ამოყვანას საათზე მეტხანს ცდილობდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ამ ხნის განმავლობაში საჭირო გახდა გზის გადაკეტვაც. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ავარიის მიზეზად წინასწარი ვერსიით გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.