05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
მაგნოლიის 500-ტონიან ხეს ზღვის საშუალებით დღეს დილით ურეკში ჩაიტანენ

ასწლოვანი მაგნოლიის 500-ტონიან ხეს ზღვის საშუალებით დღეს დილით უკვე ურეკში ჩაიტანენ, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანი სამუშაოები დაიწყება. გუშინ კი ჩაქვის სანაპიროსთან სპეც-ტექნიკის საშუალებით დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები, რომ ასწლოვანი მაგნოლია ხის ბარჟაზე მოეთავსებინათ შემდგომი ტრანსპორტირებისთვის. მომავალი კვირიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში კიდევ რამდენიმე ხის გადატანა იგეგმება.

„ერთი ხე ფაქტობრივად უკვე მზადაა, დანარჩენი ხეები ერთი კვირი განმავლობაში იქნება მზად ტრანსპორტირებისთვის,“ - განაცხადა კომპანია ზიმო- წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ.

დღის ამბები