მანანა კობახიძეს სამოქალაქო სექტორი ჰომოფობიური და დისკრიმინაციის ელემენტების შემცველი განცხადებების გამო აკრიტიკებს. არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ კობახიძის დამტკიცების შემთხვევაში სასამართლოს პოლიტიზირების საშიშროებას ხედავენ.
მათი აზრით იგი ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.
„მისი ზოგიერთი გამონათქვამი წარსულში, აშკარად იყო შეუსაბამო იმ პრინციპებთან, რასაც უნდა ახორციელებდეს და ატარებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსმა გიორგი ბერაიამ.
შეფასება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.
„მისი განცხადებები ხშირ შემთხვევაში იყო ჰომოფობიური და ქსენოფობიურიც,“ - აღნიშნა მშვენიერაძემ.