03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბახმაროში დაკარგულ ახალგაზრდებს მაშველები ეძებენ

ბახმაროში დაკარგული ახალგაზრდების გადასარჩენად ფართომაშტაბიანი სამაშველო ღონისძიებაა დაწყებული. 

ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე კურორტზე ოთხი ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ.

გვიან ღამით სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

სამაშველო სამსახურის ბრიგადებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ძლიერი თოვის და ცუდი ხილვადობის გამო, საძიებო პროცესში ვერ ხერხდება ვეტრმფრენის ჩართვა და მაშველები ახალგაზარდების ადგილსამყოფელთან მისვლას ფეხით ცდილობენ.

"მათთან კონტაქტი როცა შედგა გამთენიისას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ ერთი ადამიანი მათი გუნდიდან მოწყვეტილი იყო და ისინი თვლიან, რომ, სავარაუდოდ, ის მოჰყვა ზვავში,“ - განუცხადა "რუსთავი2"-ს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

დღის ამბები