საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი, დოდო შონავა ია ანთაძის მიერ ბოლო დღეებში არხზე დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და მწვავედ აკრიტიკებს. შონავა აცხადებს, რომ ია ანთაძე სამეურვეო საბჭოს ტელევიზიის მმართველად არ აურჩევია და მას არ აქვს უფლება ილაპარაკოს მასიურ დათხოვნებზე.
„ქალბატონი იას ავტორიტეტი არის დამსხვრეული, ნაცარტუტად ქცეული. მე მაინტერესებს, რა კომპლექსების რეალიზებასთან გვაქვს საქმე, მე მაინტერესებს გულაგის ზედამხედველი ქალივით რომ გვესაუბრება და ასე გულგრილად საუბრობს აქ თურმე მასიურ დათხოვნებზე, ვინ მისცა მას ამის უფლება? ბორდს იგი არ აურჩევია აქ მმართველად. ღირსების საქმეა, გამოწვევა მიღებულია,“ - განაცხადა დოდო შონავამ.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.