05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
თბილისის ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორები სასამართლოს მათი საქმის განხილვის დაწყებას სთხოვენ

თბილისის ბაღებიდან გათავისუფლებული 11 დირექტორი საქალაქო სასამართლოს მათი საქმის განხილვის დაწყებას სთხოვს. გათავისუფლებული დირექტორების თქმით, საქმე საქალაქო სასამართლოს ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში უნდა განეხილა, თუმცა უცნობი მიზეზის გამო, პირველ ინსტანციაში საქმის არსებითი განხილვაც არ ჩანიშნულა.

დირექტორებმა, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო თორდინავას გასულ წელს უჩივლეს.

ისინი სამსახურში აღდგენასა და შესაბამისს კომპენსაციებს ითხოვენ. ბაღების ყოფილი დირექტორები, საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„მინდა ავღნიშნო, რომ ამ 11 ადამიანის გარდა, კიდევ არის გათავისუფლებული დაახლოებით 15-მდე დირექტორი, რომელის პროცესიც აგრეთვე არ ჩანიშნულა დღემდე. ანუ, გამოდის, რომ თბილისის სასამართლო მიზანმიმართულად აჭიანურებს ამ საქმეს,“ - განაცხადა 215-ე საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა ხატია ლაშქარაშვილმა.

დღის ამბები