საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი კანონმდებლობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„მე არა მგონია, რომ ბორდი მიიღებს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ გადაწყვეტილებას. კანონმდებლობით გათვალისწინებული არის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ვალდებულებების მიხედვით უნდა უზრუნველყოს მთელი რიგი მოთხოვნები,“ - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, ტელევიზიის განვითარების ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც სამეურვეო საბჭომ უნდა განიხილოს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.