05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელში ფიქრობენ, რომ მაღლაფერიძის გეგმამ შესაძლოა არხის გაუქმება გამოიწვიოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარდგენილი გეგმა, რომელიც გადაცემების დახურვას ითვალისწინებს, მიუღებელია და შესაძლოა, საქმე არხის დახურვამდეც მივიდეს.

„საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებამდე, რაც არ არის ევროპული ქვეყნისთვის მახასიათებელი,“ - აცხადებს ჟურნალისტი, მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეიტინგი ერთადერთი საზომი არ არის.

„არის თემები, რომლებსაც არასოდეს არ ექნება რეიტინგი, თუმცა არის თემები, რომელიც გაშუქების ვალდებულება მას კანონით ეკისრება,“ - აცხადებს სულხან სალაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში, ნოდარ ჭიჭინაძე კი აღნიშნავს, რომ „რეალობა, რომელშიც არხს მაყურებელი არ ჰყავს, შეცვლას ითხოვს.“ მისი აზრით, მაუწყებელში რეფორმების ჩატარება აუცილებელია.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები