05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმა უნდა იყოს გაკეთებული საზოგადოების ჩართულობით - გიორგი ვაშაძე

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია საზოგადოებამ, ბორდმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივად შეიმუშავონ.

„ია ანთაძის, მაღლაფერიძის ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება, რომ თითქოს ჰაერიდან მოვიდნენ ეს ადამიანები და უცებ ახლა დავხუროთ ყველა გადაცემა, ეს არის არასწორი. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის და რეორგანიზაციის გეგმა იყოს გაკეთებული საზოგადოების ჩართულობით. ჩვენ მაგალითად, ჩვენი გუნდი მზად ვართ ჩვენი გეგმით მივიდეთ და ნებისმიერ დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები