03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბახმაროში დაკარგული სამი ახალგაზრდა ნაპოვნია

სამი ახალგაზრდა, რომელიც ბახმაროს მთებში დაიკარგა, უკვე ნაპოვნია. ჯერ-ჯერობით ვერ დგინდება მეოთხე ახალგაზრდის ადგილსამყოფელი. სამაშველო ოპერაციას რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილი ზვავი აფერხებს. ამ დროისთვის უკვე მოხერხდა სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა.

ზღვის დონიდან 2,300 მეტრზე მდებარე კურორტზე 4 ახალგაზრდა გუშინ დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად, ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა.

"ამ წუთებში ვერტმფრენით შესულები არიან მაშველები. ნანახია სამი დაკარგული პირი და მიმდინარეობს მეოთხის ძებნა, რომელიც, შესაძლოა, ზვავში იყოს ჩარჩენილი. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ადგილზე რჩებიან, ვიდრე არ იქნება ნაპოვნი მათი მეგობარი,“ - განუცხადა „რუსთავი2-ს“  ჩოხატაურის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები