05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
საქართველოში ორგანიზაცია "დიპლომატები კულტურისათვის" დაფუძნდა

საქართველოში ახალი ორგანიზაცია დიპლომატები კულტურისათვის დაფუძნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია შეეცდება ქვეყანაში აკრედიტებული ელჩებისთვის შექმნას პლატფორმა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, ხელი შეუწყოს ხელოვანებისა და დიპლომატების დაახლოებას.

ახალი ორგანიზაციის წარდგენას საქართველოში აკრედიტებული ელჩები და კულტურის ატაშეები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდა.

„ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც დიპლომატებს ქართველ ხელოვანებთან დააახლოებს და კულტურული საკითხების ირგვლივ გააერთიანებს. ყველა დამეთანხმება, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ძალიან მდიდარი და განსხვავებული კულტურით. ეს ინიციატივა დააახლოვებს ადამიანებს, ვინც მსგავს საკითხებზე მუშაობს, ისინი შეძლებენ გაცვალონ იდეები და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს მსოფლიოს,“ - განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

დღის ამბები