05 ნოემბერი 2024,   23:11
ვრცლად
ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელზე - მესამე სექტორის ნაწილი აქცია-მსვლელობას გეგმავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო შექმნილ ვითარებას დღეს აქცია-მსვლელობით გააპროტესტებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

ისინი გენერალური დირექტორის მიერ წარმომადგენელ გეგმას ეწინააღმდეგებიან.

სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელია თანხების დაზოგვის მიზნით ასზე მეტი გადაცემის დახურვა და თანამშრომლების სამსახურის გარეშე დატოვება.

ისინი წლების განმავლობაში დახარჯულ მილიონებთან დაკავშირებით ბორდის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელის თამთა მიქელაძის შეფასებით, ამ ფორმით რეფორმის გატარება ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის „სიკვდილს.“

მოძრაობა მწვანე მუშტის აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბორდის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს.

დღის ამბები