03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
პრეზიდენტი საზღვრისპირა სოფელ კნოლევში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საზღვრისპირა სოფელში ჩავიდა. ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე ოჯახს ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები ჩაუტანა.

გიორგი მარგველაშვილი სოფელ კნოლევის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა ის პრობლემები, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებს.

„სამიათასი წელიწადის მანძილზე  ყოფილა მომენტები გაჭირვების, მაგრამ ჩვენს გენს და ჩვენს ჯიშს და ჩვენს ძმობას და მეგობრობას ყოველთვის ყველაფრისთვის გაუძლია და არასდროს წელში არ გადავტეხილვართ ის ხალხი, რომელიც აქ ვცხოვრობთ და ვამაგრებთ ერთობლივ საცხოვრისს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სასაზღვრო პოლიციის შენობაც მოინახულა და მესაზღვრეებს გაესაუბრა. მათ ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისათვის.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აქ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის უკვე გაკეთდა ამბულატორია, მიმდინარეობს საგზაო და გაზიფიცირების სამუშაოებიც.

„დღეს მივულოცეთ ახალი წელი ჩვენს მართლაც გმირ ოჯახებს, რომლებიც აქ ძალიან რთულ პირობებში ამაგრებენ იმ მთავარ საზღვარს, რომელიც არის მორალური საზღვარი და ამაგრებენ სიყვარულით. ჩვენ ვნახეთ ერთიანი ოჯახები, რომლებიც არის რეალურად ის ძალა, რომლითაც ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები