05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი - პრემიერის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა პარლამენტში. მმართველ გუნდში პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეთანხმებიან. რაც შეეხება, იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათი თქმით, მათი უფლებები არ დაირღვევა და ისინი სრულ ნდობას უცხადებენ ახალ მენეჯმენტს და ვასილ მაღლაფერიძეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ის მაუწყებელი, რომელიც იქნება ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ რაც არსებობს იქნას შენარჩუნებული, ადამიანური რესურსის კუთხით,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა ოპოზიციაშიც. საპარლამენტო უმცირესობაში პრემიერმინისტრს აკრიტიკებენ.

„სამწუხაროა, რომ დღითიდღე ჩვენი პრემიერ-მინისტრი არაადეკვატური ხდება. მთავრობის სხდომაზე ხან ჩვენ ვისმენთ მის დაინტერესებას სტრიპტიზ კლუბებით, ახლა ვრცლად ისაუბრა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ერთი სიტყვით არ უხსენებია თითქმის მგონი 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელმაც არ იცის ხვალ სამსახური ექნება თუ არა,“ -განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

განცხადება გააკეთა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემაც.

„ყველა სერიოზული კრიზისი საქართველოში დაიწყო მედიის კონტროლის მცდელობით და ეს ხელისუფლება დაამთავრებს ცუდად, თუ არ შეწყვიტა რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვის მცდელობა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები