05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
კითხვის ნიშნები არსებობს, რატომ არის საჭირო საზოგადოებრივ მაუწყებელზე 11 თვით პროგრამების გაჩერება - უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რადგან მისი თქმით მაუწყებელს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები აქვს. ის ამბობს, რომ ომბუდსმენის ოფისი აღნიშნულ საკითხებში ჩართულია და იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში საკითხზე მეტ ინფორმაციას მიიღებს.

„კითხვის ნიშნები არსებობს, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამის გაჩერება. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები - საკონსტიტუციო რეფორმა, მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ზოგადად მაუწყებელს, განსხვავებით სხვა მედიისგან აქვს ვალდებულება კანონის თანახმად, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე. აქედან გამომდინარე,  ამ ვალდებულების შესრულება არის აუცილებელი,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები