ქუთაისში, სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. 22 ოჯახი გაუსაძლის პირობებში უკვე მეოთხე წელია ცხოვრობს, გაჭირვებულები ადგილობრივი მთავრობისგან იმ შენობის გადახურვას ითხოვენ რომელშიც ცხოვრობენ.
მოსახლეობას დღეს ევროპელი საქართველოს წევრებიც შეხვდნენ. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველებს ამ ეტაპზე ვერ დაეხმარებიან, თუმცა მათი თქმით, იმერეთში შენდება სოციალური საცხოვრებელი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ყოფილი სამხატვრო სკოლის მცხოვრებლებს იქ გადაიყვანენ.
„მე ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცას შეიძლება აწყობს კიდეც, რომ ეს შენობა დაინგრეს და ეს ტერიტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული თვალსაზრისით ვიღაცებისთვის, გახდეს მერე ცარიელი ტერიტორია,“ - განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ.