05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
ოპოზიცია მოსმენების კანონში ცვლილებების პაკეტს აკტრიტიკებს - ისინი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობენ

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოსმენების კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტის ოპოზიცური პარტიებისთვის მიუღებელია. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ შემუშავებული კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

სალომე სამადაშვილის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ ჰქონდეს გასაღები და აპარატურა, რომელიც მოსმენებისთვის არის განკუთვნილი.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ფარული მიყურადების გასაღები პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება.

„რაც გვაქვს წარმოდგენილი მოსმენებთან დაკავშირებით, იგივეა, რაც დავუკანონოთ ბიძინა ივანიშვილს და მის დაქვემდებარებულ პირად სტრუქტურებს, ჩვენი მოსმენის კანონიერება. იგივეა, რაც პრაქტიკულად, უკაცრავად ტერმინისთვის, გავუპრავოთ ის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ე.წ. მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე ხვალ იურიდიულ კომიტეტში იმსჯელებენ. პირველი მოსმენით კი კანონპროექტი სესიაზე ხვალ გავა.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები