ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი და საინიციატივო ჯგუფი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას მართავს.
შეხვედრა 1 საათის წინ დაიწყო. მაუწყებლის თანამშრომლები მესამე სექტორისგან იურიდიულ კონსულტაციებს იღებენ და ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა, დოდო შონავამ შეხვედრაზე შესვლამდე განმარტა, რომ ისინი მენეჯმენტის მხირდან ყველა იმ დოკუმენტის გადმოცემას მოითხოვენ, რომელთა მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი შესაბამის ორგანოებს თხოვს ტელევიზიის, ბოლო 10 წლის ფინანსური საკითხები გამოიძონ.
არასამთავრობო სექტორის მხრიდან, შეხვედრას საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თავმჯდომარე, ეკა გიგაური ესწრებიან.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.