05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
სულხან სალაძისთვის მაღლაფერიძის სამოქმედო გეგმა მიუღებელია

დღეს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს შეხვდა. შეხვედრაზე გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას განიხილავდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე აცხადებს, რომ შეხვედრის დროს ძირითადად არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე განხილვა არ ყოფილა.

მისი აზრით, როდესაც მაუწყებლის რეიტინგზე არის საუბარი, სრული სურათი არ არის წარმოდგენილი.

„ის გარემოება, რომ მხოლოდ რეიტინგი არ შეიძება გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატების ან წარუმატებლობის საგანი, ეს ცალსახაა, ვინაიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს პირდაპირი ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულება ხშირად, პირიქით, შეიძლება რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებდეს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ის იმედოვნებს, რომ სამეურვეო საბჭო არ მიიღებს მენეჯმენტის გეგმას უცვლელად და არ დათანხმდება იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც 101 უნდა დაიხუროს.

„ჩემთვის ეს არის მიუღებელი და ვთვლი, რომ თუკი სამეურვეო საბჭო მხარს დაუჭერს დებულებაში იმგვარ ცვლილებებს მხარი, რომელსაც მოყვება 101 გადაცემის მაუწყებელზე დახურვა, რეალურად, ეს იქნება იმ ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება, რომელიც კანონით ეკისრება მაუწყებელ,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები