05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
"ეს შენ გეხება" მმართველ გუნდს რუსული მეთოდებით ფარული მოსმენების დაკანონების მცდელობაში ადანაშაულებს

კამპანია ეს შენ გეხებას წევრები რუსული მეთოდებით ფარული მოსმენების დაკანონების მცდელობაში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. ე.წ. მოსმენების პროექტის საკომიტეტო განხილვამდე ერთი დღით ადრე, მათი ნაწილი შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა და უმრავლესობის პროექტის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტი დააანონსა.

არასამთავრობოების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაქვემდებარებული სააგენტოს შექმნა, უკანონო მოსმენების არსებული პრაქტიკის გაგრძელებას ნიშნავს. კამპანიის წევრები ხელისუფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაშიც ადანაშაულებენ.

მოსმენების კანონს მოწინააღმდეგეები მობილურ ოპერატორებშიც ჰყავს. მათი ნაწილი ნაჩქარევ პროცესსა და ბიზნესის მოსალოდნელ დაზარალებაზე საუბრობს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვეტოს შესაძლებლობას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ადმინისტრაცია პარლამენტის ყველა ფრაქციას მოლაპარაკების გამართვის ინიციატივით მიმართავს.

მოსმენების კანონზე კომიტეტებში განხილვა სავარაუდოდ, ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება.

ავტორი: თეონა ცხომელიძე, ანა წერეთელი.

დღის ამბები