03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
Google-მა 2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასება საძიებო სისტემა "გუგლმა" ძალიან ლოგიკური საშუალებით გადაწყვიტა – ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ ინტერნეტმომხმარებლები.

უკრაინაში მომხდარმა შეტაკებებმა ამ ქვეყნისადმი ინტერესი შესამჩნევად გაზარდა დიდი პოლიტიკურ მოთამაშეებიდან დაწყებული რიგით ინტერნეტმომხმარებლებამდე. სწორედ უკრაინის პოლიტიკური კრიზისისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, "გუგლის" საძიებო სისტემაში, ნახევარკუნძულის ადგილმდებარეობის შესახებ ინმფორმაციის ძიების რაოდენობა 8-ჯერ გაიზარდა. 

საინტერესო ინფორმაციებს შორის მოხვდა ყველა დროის უმაღლესქულიანი საფეხბურთო ნახევარფინალი, როცა გერმანიამ ბრაზილია 7-ით 1 დაამარცხა. 

მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს შორის აღმოჩნდა სოჭის ოლიმპიადა. ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელზეც რეკორდული თანხა - 51 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მეტმა ინტერნეტმომხმარებლემა ნახა. 

სპორტსმენებს შორის კი ყველაზე დიდი ინტერესი 2014 წელს მაიკლ შუმახერმა დაიმსახურა, რომელიც თხილამურით სრიალისას დაშავდა და კომაში ჩავარდა. ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ინტერნეტმომხმარებელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ნახულობდა მთელი წლის განმავლობაში ებოლას ვირუსის შესახებ ახალ ამბებს, რომელიც გვინეაში დაიწყო.

დღის ამბები